გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული და "ტენერიფეს" მორიგი გამარჯვება

30 მარტი 2023, 10:54 534 ნახვა

გიორგი შერმადინის ლენოვე "ტენერიფემ“ ესპანეთის „ლიგა ენდესას“ მე-20 ტურის შეხვედრაში „მანრესას“ უმასპინძლა  და დამაჯერებელი ანგარიშით 100:87 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა კი მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და „ტენერიფეს“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

გიორგიმ მოედანზე 24 წუთი ითამაშა, რა დროშიც 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 30-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და მატჩის MVP-ს ტიტულიც დაისაკუთრა.

ლენოვო "ტენერიფე“ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში, 18 მოგებითა და 6 მარცხით მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

შერმადინის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს შინ „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში