ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება

30 მარტი 2023, 10:20 555 ნახვა

უკრაინული სატანკო ოცეული, რომელიც ბახმუტის მახლობლად იბრძვის, აცხადებს, რომ  წარმატებით იგერიებს რუსულ იერიშებს.  ოცეულის მეთაურის თქმით, ბახმუტის მახლობლად რუსულ პოზიციებს ცეცხლს უხსნიან და ანადგურებენ, თუმცა აღიარებენ, რომ ბახმუტში ოკუპანტებს ნაწილობრივი წარმატება აქვთ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ  მათ  ქალაქი უკავიათ. რუსეთის ვაგნერის დაქირავებული ჯგუფის ხელმძღვანელმა ოთხშაბათს აღიარა, რომ უკრაინის ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლამ სერიოზული ზიანი მიაყენა როგორც საკუთარ ძალებს, ასევე უკრაინულ მხარეს.

ბახმუტი, უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე  პატარა ქალაქია, რომელიც თვეების განმავლობაში  რუსეთის მთავარი სამხედრო  სამიზნეა და ახლა ომის ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე სისხლიანი ბრძოლების ეპიცენტრია.

რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ  ჯერ კიდევ ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ  ბახმუტის დაკავებას, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ მის ალყაში მოქცევას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში