ოკუპანტის შეტევას უკრაინაში 5 თვის ჩვილი ემსხვერპლა

01 აპრილი 2023, 11:26 489 ნახვა

რუსეთის აგრესიულ იერიშს უკრაინაში, ქალაქ ავდეევკაში 5 თვის ჩვილი და ბებია ემსხვერპლნენ. დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, აღნიშნული ოჯახი ავდეევკადან ევაკუაციაზე უარს აცხადებდა, ჩვილის მშობლები დაჭრილები არიან.

აფეთქებები იყო უკრაინის სხვა ქალაქებშიც. ქვეყნის მიმართულებით მტერმა ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა, ასევე შაჰედ-136 ტიპის რაკეტები. გენშტაბის ცნობით, ძირითადი ძალისხმევა კვლავ ბახმუტის სრულად აღებისკენაა მიმართული.

უკრაინის დამცველებმა კი ოკუპანტის 70 შეტევა მოიგერიეს. გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ ბელორუსის ტერიტორიაზე კვლავ მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების გაწვრთნა და მათთვის საწვრთნელი ბაზის უზრუნველყოფა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათში მტრის კონცენტრაციის უბნებზე 10-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს. განადგურდა 630 რუსი დამპყრობელი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ომის დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში