„დინამო“ ბათუმიდან სერია A-ში

07 აპრილი 2023, 20:28 657 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ბათუმის "დინამოს" 20 წლის შემტევმა გიორგი კვერნაძემ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს, - იტყობინება „ტუტომერკატო“. გამოცემის ცნობით, სერია A-ში გადასვლის შემდეგ, პირველი ვისაც "ფროსინონე" შეიძენს, კვერნაძე იქნება და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვერნაძით "ნაპოლი" იყო დაინტერესებული. "ფროსინონე", რომლის მწვრთნელი ფაბიო გროსოა, სერია B-ს ლიდერია და დიდი ალბათობით იტალიის ელიტურ ლიგაში დაბრუნდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში