ქრისტიანული სამყაროს ნაწილი აღდგომას ზეიმობს 

09 აპრილი 2023, 11:10 472 ნახვა

კათოლიკური სამყარო დღეს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს აღდგომას ზეიმობს. ტრადიციულად კათოლიკური აღდგომა მართლმადიდებლურს ერთი კვირით უსწრებს და იგი ებრაული პასექის დღესასწაულს ემთხვევა.

სადღესასწაულო წირვა ბათუმის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა პადრე გაბრიელე ბრაგანტინიმ აღასრულა. მან მორწმუნეებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა და მარადიული სიცოცხლისკენ სწრაფვა და მშვიდობიანი ცხოვრება უსურვა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში