ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის კანდიდატთა სიაში მე-7 ადგილს იკავებს

17 აპრილი 2023, 16:02 946 ნახვა

პოპულარულმა სპორტულმა ვებ-გვერდმა "GOAL"-მა 2023 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა, სადაც „ნაპოლის“ ქართველი შემტევი 1 პოზიციით დაქვეითდა და მე-7 ადგილს იკავებს.

კვარაცხელია რეიტინგში ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც: კევინ დე ბრუინი, მარკუს რაშფორდი, რობერტ ლევანდოვსკი და კაზემიროა. მის წინ კი ვიქტორ ოსიმენი, ბენზემა, ვინისიუს ჟუნიორი, მბაპე, ჰოლანდი და მესი არიან.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი, 14 გოლით 16 საგოლე გადაცემითა და 4 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში