გერმანიაში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

11 მაისი 2023, 14:10 617 ნახვა

გერმანიის ქალაქ ზინდელფინგენში ავტოკონცერნ მერსედეს-ბენცის საწარმოში სროლის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი. 53 წლის თავდამსხმელი დაკავებულია.

კომპანიის განცხადებით, სროლისას დაშავებული ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულები გარე მიწოდების სერვისის თანამშრომლები იყვნენ. პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და მას ქარხნის გარეთ თანამზრახველი არ ჰყოლია. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილობრივი მედიის განცხადებით, ქარხნის ტერიტორიაზე პოლიციის ოპერაცია ჩატარდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში