შვედეთი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ. გიმნიხის შეხვედრას მასპინძლობს

12 მაისი 2023, 14:00 532 ნახვა

შვედეთის დედაქალაქში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ე.წ გიმნიხის შეხვედრა დაიწყება, სადაც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმდინარე საკითხებს განიხილავენ.  

მასპინძელი ქვეყნის მინისტრის ტობიას ბილსტრომის თქმით, ეს იქნება არაფორმალური შეხვედრა, სადაც მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.  მას უხელმძღვანელებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. 

შეხვედრაზე ძირითადი თემები შეეხება უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მკაცრი ზომების შემუშავებას, ასევე ევროპისა და ჩინეთის ურთიერთობას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში