ანსამბლ „დიდგორის“ ტურნე

24 მაისი 2023, 14:19 577 ნახვა

ანსამბლ “დიდგორის” ტურნე დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში გაგრძელდება. სოლო კონცერტი ოთხ საათზეა დაგეგმილი.

აჭარაში ტურნეს ფარგლებში ახალგაზრდა გუნდი უკვე იმყოფებოდა ქობულეთში, ქედასა და შუახევში. დასკვნითი ღონისძიება ხვალ ხელვაჩაურში ჩატარდება.  

„დიდგორის“ მოგზაურობა აჭარაში კულტურის სამინისტროს კონკურსის ,,თვითმოქმედი ანსამბლების ხელშეწყობა"  ფარგლებში ტარდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში