ეფ-16 მიწოდება რუსეთის დამარცხების სიგნალია - ზელენსკი

25 მაისი 2023, 11:29 719 ნახვა

უკრაინისთვის  ეფ-16 ავიაგამანადგურებლების  მიწოდება იქნება სიგნალი იმისა, რომ რუსეთი თავისივე აგრესიის გამო დამარცხდება  და რაც უფრო სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას მით უკეთესი - განცხადება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას გააკეთა. ის უფრო სუსტი და იზოლირებული გახდება-განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ  უკრაინელი სამხედროების  გაწვრთნა და ავიაგამანადგურებლების მიწოდების სიჩქარე ნიშნავს დროს, რომელიც გაივლის  გადაწყვეტილებების მიღებასა და უკრაინის  ცის რეალურ დაცვას შორის.

ზელენსკიმ  ირანელ ხალხს მიმართა და  რუსეთის მიერ ირანული წარმოების იარაღის, მათ შორის შაჰიდის დრონებიდ გამოყენების შესახებ კითხვა დაუსვა.

"რას ღებულობთ თქვენ, თეირანის, ან შირაზის, ან საქაზის ან თქვენი ქვეყნის ნებისმიერი სხვა ქალაქის მცხოვრებლები ამისგან? სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტ იზოლაციას მსოფლიოსგან და კიდევ უფრო დიდ პრობლემებს" - განაცხადა ზელენსკიმ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში