 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადაეცა.
ქართველი ჩემპიონატის MVP რამდენიმე დღის წინ სერია A-ს წარმომადგენლებმა დაასახელეს.
ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, რომ გამარჯვებული Stats Perform-ის ანალიზით იქნა გამოვლენილი, რომელიც თავის მხრივ Hawk-Eye-ს მონაცემებს ემყარებოდა.
ხვიჩამ სერია A-ში ჩატარებულ 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი მიითვალა და "ნაპოლის" 33 წლის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            