სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი კრივის, ტაილანდური კრივის და კიკბოქსინგის ეროვნული ნაკრები გუნდები მოინახულა

07 ივნისი 2023, 20:35 639 ნახვა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი გენერალურ მდივანთან ემზარ ზეინაიშვილთან ერთად მესამე ევროპული თამაშებისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე მყოფ კრივის, ტაილანდური კრივის და კიკბოქსინგის ნაკრებ გუნდებთან იმყოფებოდა. ევროპული თამაშები, რომელიც კონტინენტის უმთავრესი მულტისპორტული ღონისძიებაა, ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, რიგით მესამე თამაშებს კი 2023 წლის 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით პოლონეთი უმასპინძლებს. მესამე ევროპულ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები იასპარეზებენ სპორტის 16 სახეობაში : მშვილდოსნობა, მხატვრული ცურვა, მძლეოსნობა, კრივი, კანოე სპრინტი, წყალში ხტომა, ფარიკაობა, ძიუდო (გუნდური), კიკბოქსინგი, ტაილანდური კრივი, თანამედროვე ხუთჭიდი, შვიდკაცა რაგბი, ტყვიის სროლა, ტაეკვონდო, კარატე, მაგიდის ჩოგბურთი. მესამე ევროპული თამაშების პროგრამაში შემავალი ოლიმპიური სახეობების უმეტესობაში პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიების და სარეიტინგო ქულების გათამაშება იგეგმება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში