დღეს კონფერენსლიგის ფინალია „ფიორენტინა“ VS „ვესტ ჰემი“

07 ივნისი 2023, 20:36 603 ნახვა

დღეს პრაღაში ფორტუნა არენაზე კონფერენსლიგის ფინალი გაიმართება. ერთმანეთს „ფიორენტინა“ და „ვესტ ჰემი“ დაუპირისპირდებიან. ფიორენტინას მსგავსი დიდი ევროპული ტურნირი 1960/61 წლების სეზონის შემდეგ არ მოუგია. მიმდინარე სეზონში ვინჩენცო იტალიანოს გუნდი ფინალში უკვე დამარცხდა, "იებმა" მილანის ინტერთან იტალიის თასზე 1:2 წააგეს, ახლა კი მეორე ფინალს ითამაშებენ. ფიორენტინამ სერია A-ში მე-8 ადგილი დაიკავა და ევროზონაში ვერ მოხვდა, ევროტურნირებზე მოსახვედრად ფინალის მოგება სჭირდება. ვესტ ჰემმა ინგლისის პრემიერლიგა მე-14 ადგილზე დაასრულა და ევროზონაში ისიც ვერ მოხვდა, როგორც ფიორენტინასთვის მათთვისაც ამ ტურნირის მოგება აუცილებელია რათა ევროტურნირზე მოხვდნენ. ინგლისელებს ბოლო ევროტიტული ფიორენტინასთან შედარებით ახლო წარსულში აქვთ მოპოვებული, მათ ინტერტოტოს თასი 1999 წელს გაიფორმეს. დღევანდელ მატჩს ფიორენტინას რიგებიდან გაეტანო კასტროვილი და სალვატორე სირიგუ გამოტოვებენ, ხოლო ვესტ ჰემიდან მხოლოდ ჯანლუკა სკამაკა ვერ ითამაშებს. ფინალი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

 

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში