ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მორაგბეთა 18-წლამდე მორაგბეთა შორის, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში დღეს მასპინძელ ჩეხეთს ხვდება. პრაღის „მარკეტა სთედიუმზე“ თამაში საქართველოს დროით 21:30 საათზე დაიწყება.
საქართველომ მეოთხედფინალში პოლონეთს 10 ლელო გაუტანა და 64:7 დაამარცხა, ჩეხეთმა კი შარშანდელის მსგავსად წელსაც სძლია პორტუგალიას – 29:26. დებულების თანახმად, განაცხადში პრაღაში მყოფი 26-ივე მოთამაშეა და შესაბამისად, ყველა მათგანს ექნება ჩეხებთან თამაშის შესაძლებლობა. მეორე ნახევარფინალში ესპანეთი ნიდერლანდებს შეხვდება, ფინალური მატჩები კი 22 ნოემბერს გაიმართება.