რუსულმა ძალებმა ღამით მიკოლაივი და კიდევ რამდენიმე ოლქი დაბომბეს - უკრაინის გენშტაბი

10 ივლისი 2023, 09:59 463 ნახვა

რუსულმა ძალებმა წუხელ მიკოლაივი დაბომბეს, გუბერნატორის თქმით, ოკუპანტებმა დასახლებაზე იერიში S-300 ტიპის რაკეტებით მიიტანეს. დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, უკრაინული ძალები დაწინაურდნენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. მათივე ინფორმაციით, რუსები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე, სადაც დღე-ღამის განმავლობაში, 30-მდე შეტაკება მოხდა.

გენშტაბის განცხადებით, რუსული ძალები ბახმუტის მიმართულებით შეტევას ახორციელებდნენ, ბომბავდა უკრაინელების პოზიციებს ავიაციისა და არტილერიის გამოყენებით, მაგრამ უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები დონეცკის ოლქის დუბოვო-ვასილევკას დასახლების მიდამოში. 

გენერალური შტაბის ცნობით, ცნობით, რუსებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს ჩერნიგოვის ოლქის გრემიაჩის რაიონში, ასევე ხარკოვის ოლქის კოლოდეზნოესა და კისლოვკას რაიონებში. ასევე, დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს დონეცკის, ლუგანსკის, სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქების დასახლებულ პუნქტებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში