საზაფხულო სკოლის დახურვა

12 აგვისტო 2023, 14:49 791 ნახვა

უსაფრთხოების სკოლის მეოთხე სეზონი დასრულდა. პროექტში საქართველოს მასშტაბით 20 -ი სტუდენტი მონაწილეობდა. მონაწილეებმა 2 კვირის განმავლობაში ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეების შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისგან მიიღეს. გარდა ამისა, სკოლის მონაწილეებმა ისწავლეს არაუსაფრთხო გარემოში საფრთხის შეფასება და თავის დაცვა, გაიარეს ფიზიკური მომზადების კურსი. უსაფრთხოების სკოლა სუსის პროექტია და მისი იდეა ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება, უსაფრთხოების საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებაა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში