კანონი მაუწყებლის შესახებ და პრეზიდენტის ვეტო

23 ოქტომბერი 2023, 19:34 435 ნახვა

მაუწყებლის შესახებ კანონპროექტზე ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდის ოპონენტები ამ კანონში რისკებს ხედავენ. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ცვლილებები რომლებიც უნდა გატარდეს, ევროკომისიის რეკომენდაციებშია.სადავო კანონპროექტისთვის პრეზიდენტს ხელი ჯერ არ მოუწერია. საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში მაუწყებლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების, ტერორიზმის მოწოდებისა და უხამსობის შემთხვევები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა. ამ დრომდე ეს თვითრეგულირების საკითხი იყო და რედაქციების შიდა პროფესიული სტანდარტით რეგულირდებოდა. სადავო შემთხვევებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განიხილავდა. მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება კი სასამართლოში არ ხდებოდა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში