მასწავლებელთა ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ხულოში. ღონისძიებაზე პედაგოგების წინაშე ადგილობრივი კულტურის სახლის გუნდები და სასკოლო წრეების მოსწავლეები წარსდგნენ.მასწავლებლებს სიმბოლური თარიღი მიულოცეს ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            