ავიამიმოსვლა რუსეთთან და გავრცელებული აუდიოჩანაწერი - შეფასებები

01 ნოემბერი 2023, 14:58 515 ნახვა

„კარასინმა აზრი მკითხა და მე დავუდასტურე, რომ ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო“ - აცხადებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.  

ზურაბ აბაშიძე ასე „კიბერ კმარას“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა. „ეს სწორედ იმის დასტურია, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენის პრინციპული გადაწყვეტილება რუსეთის მხარემ მოგვიანებით დამოუკიდებლად მიიღო, რასაც ჩვენ სულ ვამბობდით„ - აღნიშნა აბაშიძემ.

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს  განმარტებებს სთხოვს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან ცალმხრივი იყო. 

„იუთუბზე“ „კიბერ კმარას“ მიერ აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელიც მათი მტკიცებით, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის 2022 წლის მარტში რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბარს ასახავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში