საკანონმდებლო ცვლილება შეკრება-მანიფესტაციების წესში

15 ოქტომბერი 2025, 14:09 84 ნახვა

შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი მკაცრდება. დღეს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს. გამკაცრებული რეგულაციები აქციებზე სახის დაფარვას, გზის გადაკეტვას, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონას ეხება და ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ამავე ცვლილებებით  პირს  რომელიც ისეთ შეკრებაში  მონაწილეობას, რომელიც სამართალდამცავების მოთხოვნით დაუყონებლივ შეწყვეტას ექვემდებარება, ორ თვემდე  პატიმრობა  შეეფარდება. 

იგივე შეეხება ცეცხლსასროლი იარაღისა და პიროტექნიკის მანიფესტაციებზე ქონას.

განმეორებითი ეს ქმედებები კი გამოიწვევს პატიმრობის ვადის ერთ და შემდეგ უკვე 2 წლამდე გაზრდას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში