თსუ-ს საკალათბურთო გუნდი ფიბა ევროპის თასზე ხვალ „ვარეზეს“ დაუპირისპირდება

02 ნოემბერი 2023, 10:01 417 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი იტალიაში ჩავიდა, სადაც ფიბა ევროპის თასის მესამე ტურის მატჩში “ვარეზეს” დაუპირისპირდება. იტალიურ კლუბს თსუ-ის მსგავსად თითო მოგებ-წაგება აქვს.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ფიბა ევროპის თასზე პირველი გამარჯვება წინა ტურში, თბილისში, კვიპროსულ „კერავნოსთან“ მოიპოვა. თსუ იტალიაში 11 კალათბურთელით გაემგზავრა. თსუ პირველ ვარჯიშს საღამოს, 20:30 საათზე გამართავს.

ვარეზესა და თსუ-ის მატჩი ვარეზეს საკალათბურთო არენაზე, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში