ბათუმელი კიკბოქსიორების წარმატება

02 ნოემბერი 2023, 10:15 614 ნახვა

ახმეტაში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა კიკბოქსინგში იუნიორთა შორის, სადაც წარმატებით იასპარეზეს ბათუმის კიკბოქსინგის აკადემიის მებრძოლებმა. შეჯიბრება K-1-ის წესებით ჩატარდა.

ბათუმის ნაკრები ტურნირზე 10 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომელთაგანაც ხუთი ჩემპიონი გახდა, ხუთმა კი ვერცხლის მედლები მოიგო. ბათუმის კიკბოქსინგის აკადემიის მებრძოლს ნიკა მგელაძეს კი საუკეთესო ბრძოლისთვის საგანგებო თასი გადაეცა.

აქვე გეტყვით, რომ 10-11 ნოემბერს ბათუმი კრივში აჭარის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც აკადემიის მებრძოლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში