სროლა გერმანიის სკოლაში - არის მსხვერპლი

10 ნოემბერი 2023, 14:00 305 ნახვა

გერმანიის ქალაქ ოფენბურგში სკოლაში სროლის შედეგად მოსწავლე დაიღუპა. ეჭვმიტანილი ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა, რომელიც სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. ის საკლასო ოთახში შესვენების დროს შევიდა, თანაკლასელს მიუახლოვდა და ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილი მოსწავლე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შემთხვევის დროს შენობაში 180 მოსწავლე იმყოფებოდა, პოლიციამ ყველა მათგანის გამოყვანა შეძლო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში