ანსამბლ “ნანილას” საიუბილეო კონცერტი

13 ნოემბერი 2023, 10:55 862 ნახვა

იტალიაში ქართველი ემიგრანტებისგან შემდგარი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი “ნანილა”  საიუბილეო თარიღს  აღნიშნავს. 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

ანსამბლი 2013 წელს დაარსდა და  მისი  საქმიანობა ძირითადად საქველმოქმედო ხასიათს ატარებს.  ქართველი სათვისტომოს წევრები, აქტიურად ეხმარებიან საქართველოში იმ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სჭირდება.

მსგავსი ღონისძიებებიდან  შეგროვებული თანხით   უკვე მოხერხდა რამდენიმე შეჭირვებული ოჯახისთვის სახლის შეძენა,  ასევე რამდენიმე ოპერაციის დაფინანსება.  საქველმოქმედო მიზნების გარდა, ანსამბლის წევრები ცდილობენ  ქართული კულტურა ადგილობრივებს გააცნონ.    

კონცერტზე მისულ სტუმრებს  შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ქართველ ემიგრანტთა ნამუშევრებიც. ღონისძიების ბოლოს  საქართველოში იტალიის ელჩმა ფლორენციის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარი, ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის, დიპლომატიური კორპუსის სახელით მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში