ფოლკლორულ ანსამბლებს მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცათ

14 ნოემბერი 2023, 14:32 533 ნახვა

აჭარის მუნიციპალიტეტებში   კულტურის ცენტრებთან არსებულ  ფოლკლორულ ანსამბლებს   მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცათ.  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  ჭიბონის,   დოლის,  ფანდურის, ჩონგურისა და სალამურის შესაძენად 11 540 ლარი დახარჯა.

ინსტრუმენტების  მისაღებად   კულტურის ცენტრების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც აღნიშნავენ, რომ  მუსიკალური საკრავები მათი საჭიროებიდან გამომდინარე შეირჩა, თუმცა ეს რაოდენობა მუნიციპალიტეტის მოთხოვნებს  სრულად ვერ უზრუნველყოფს.

სამინისტროში განმარტავენ - საკრავები ფოლკლორის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეიძინეს და ანსამბლების სრული აღჭურვისთვის აღნიშნული პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში