ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დაასახელეს

21 ნოემბერი 2023, 14:42 1221 ნახვა

ყოველწლიური საფეხბურთო დაჯილდოების "Globe Soccer Awards"-ის ნომინანტთა სია ცნობილია. 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის 30 ფეხბურთელი იბრძოლებს, მათ შორის კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი და ხვიჩა კვარაცხელია.

რაც შეეხება "Globe Soccer Awards" წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა სრულ სიას ასე გამოიყურება: ნიკოლო ბარელა, ხულიან ალვარესი, ჯუდ ბელინგემი, კარიმ ბენზემა, კევინ დე ბრუინი, იასინ ბუნუ, რუბენ დიასი, ედერსონი, ფილ ფოდენი, ჯეკ გრილიში, ანტუან გრიზმანი, ილკაი გიუნდოგანი, ერლინგ ჰოლანდი, ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, რობერტ ლევანდოვსკი, ლაუტარო მარტინესი, ლიონელ მესი, კიმ მინ ჯე, ლუკა მოდრიჩი, მარტინ ოდეგორი, ანდრე ონანა, ვიქტორ ოსიმენი, როდრი, კრიშტიანო რონალდო, ბუკაიო საკა, ვინისიუსი, ბერნარდო სილვა და მოჰამედ სალაჰი.

დაჯილდოების ცერემონია 2024 წლის 19 იანვარს გაიმართება. ყველაზე მეტი 6 ჯილდო ამ ვერსიით კრიშტიანო რონალდოს აქვს.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა შესაძლებელია ამ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის იყო და მე-17 ადგილი დაიკავა.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში