„მუზეუმი და გლობალიზაცია“ - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

07 დეკემბერი 2023, 11:47 479 ნახვა

ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, კულტურული ტურიზმი და კიდევ რამდენიმე სექციას მოიცავს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.ღონისძიება „მუზეუმი და გლობალიზაცია „ უკვე მესამედ იმართება და მიზანი ჰუმანიტარული,სოციალური და მომიჯნავე დარგების მიმართულებით მომუშავე მკვლევრების საქმიანობის განვითარებაა. ორდღიან კონფერენციაზე მოხსენებებს ქართველი და უცხოელი მეცნიერები წარადგენენ. დაგეგმილია დისკუსიებიც მეცნიერების წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ . მკვლევრების ნაწილი კონფერენციაში დისტანციურად მონაწილეობს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში