გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და სახის დაფარვის ბრალდებებით დაკავებულების სასამართლო პროცესები თითქმის დილამდე გაგრძელდა. გუშინ დღის განმავლობაში სამართალდამცველებმა 25 პირი დააკავეს - მათ შორის იყო ჟურნალისტი ვასილ ივანოვ ჩიქოვანი. ის მოსამართლემ 7-დღიანი პატიმრობაში გაუშვა.
მისი მეუღლე კი 5000 ლარით დააჯარიმა. 3 დღიანი პატიმრობა შეეფარდა მწერალსა და რედაქტორს ზვიად კვარაცხელიას. მოსამართლემ 7 დღიან პატიმრობაში გაუშვა პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე.
14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთ ლიდერს გიგა ლემონჯავას. ფორმულას დამფუძნებელს რეჟისორ გიორგი ლიფონავას გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის კი 3 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.