რუსთაველის თეატრში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თეატრალური წარმოდგენა „ამბები დიმიტრი ყიფიანზე - ის, ვინც მთავარია“ გაიმართა. მე-19 საუკუნის დიდი საზოგადო მოღვაწის ცხოვრების შესახებ თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ ისაუბრა. საღამოზე მაყურებლის წინაშე წარდგნენ: გორის ქალთა კამერული გუნდი, ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", მომღერლები - მაია ჯაბუა და ეკა კახიანი, მსახიობები - ბუკა თოლორდავა და გია აბესალაშვილი.