ლუჩანო სპალეტის ნეაპოლის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს

08 დეკემბერი 2023, 12:48 372 ნახვა

ლუჩანო სპალეტის ნეაპოლის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ეს ჯილდო მას „ნაპოლიში“ მოგებული სკუდეტოს გამო გადასცეს. ნეაპოლის მერმა გაეტანო მანფრედიმ სპალეტის სპეციალურ მედლით დაასაჩუქრა. შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ მწვრთნელად 2021-2023 წლებში მუშაობდა და გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა. გასულ ზაფხულს მან იტალიის ნაკრები ჩაიბარა, რომელსაც ევრო 2024-ზე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება „ნაპოლის“, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი დღეს სერია A-ს მე-15 ტურში „იუვენტუსს“ სტუმრად დაუპირისპირდება. დამშვიდობება

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში