აჭარის ღია ჩემპიონატი ფრენბურთში „ზამთრის თასი 2023“

12 დეკემბერი 2023, 11:54 1351 ნახვა

აჭარის ფრენბურთის ფედერაციისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო აჭარის ღია ჩემპიონატი ფრენბურთში „ზამთრის თასი 2023“ 2009-2010 წლებში დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის. ტურნირი წელს პირველად ტარდება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის: ბათუმის, წალენჯიხის, ქუთაისის, თბილისის, ქობულეთისა და ხულოს გოგონების შვიდი და ვაჟების ექვსი გუნდი მონაწილეობს. შეჯიბრება ჯგუფური სისტემით ტარდება, პირველ და მეორე ადგილზე გასულები კი ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან. „ზამთრის თასი 2023“-ის გათამაშება 13 დეკემბერს დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში