ღია ჩემპიონატი ფრენბურთში-„ზამთრის თასი 2023“

14 დეკემბერი 2023, 11:50 460 ნახვა

დასრულდა აჭარის ფრენბურთის ფედერაციისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართული აჭარის ღია ჩემპიონატი ფრენბურთში „ზამთრის თასი 2023“ 2009-2010 წლებში დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის. და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის: ბათუმის, წალენჯიხის, ქუთაისის, თბილისის, ქობულეთისა და ხულოს გოგონების შვიდმა და ვაჟების ექვსმა გუნდმა იასპარეზა. გოგონათა და ვაჟთა შორის „ზამთრის თასის“ გამარჯვებული ბათუმი გახდა. ტურნირი წელს პირველად ჩატარდა და ორგანიზატორთა განცხადებით ტრადიციული გახდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში