ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა აღდგა

24 დეკემბერი 2023, 15:09 371 ნახვა

შეფერხება იყო სარკინიგზო მიმოსვლაზეც. ბათუმის სადგურიდან მატარებელი თბილისის მიმართულებით დაგვიანებით გავიდა. მგზავრები 4 საათის განმავლობაში ელოდებოდნენ რეისის შესრულებას და შეფერხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ძლიერმა ქარმა მახინჯაურში ხე წააქცია, რამაც საკონტაქტო ქსელი დააზიანა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში