ალასკის ავიახაზები ბოინგის კორპუსის დაკარგული ფრაგმენტი იპოვეს

08 იანვარი 2024, 12:01 315 ნახვა

ალასკის ავიახაზების ბოინგის დაკარგული კარის ჩამკეტი ნაპოვნია. ამის შესახებ ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თვითმფრინავის კორპუსის ფრაგმენტი ორი დღის შემდეგ იპოვეს. ამის მიუხედავად ალასკის ავიახაზების კუთვნილი ბოინგის შემოწმება გრძელდება , რომელიც ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში კორპუსის პანელის დაზიანების შემდეგ ავარიულად დაეშვა. ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ 171 ბოინგის თვითმფრინავის დროებითი გაჩერების შესახებ განკარგულება გამოსცა, რის გამოც ავიაკომპანიები, რომლებიც ამ ტიპის ბოინგებს იყენებენ, იძულებული გახდნენ ჯავშნები გაეუქმებინათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში