ავსტრალიაში ნაცისტური მისალმება და სიმბოლოები აიკრძალა

08 იანვარი 2024, 12:03 366 ნახვა

ავსტრალიაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც კრძალავს ნაცისტურ მისალმებას და ტერორისტულ ჯგუფებთან დაკავშირებული სიმბოლოების დემონსტრირებას ან გაყიდვას. კანონი ითვალისწინებს 12 თვემდე პატიმრობას ნაცისტური მისალმების საჯაროდ შესრულებისთვის ან ნაცისტური სვასტიკის ჩვენებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ესესის გასამხედროებულ ჯგუფთან. შესაბამისად იკრძალება ამ სიმბოლოების გაყიდვა და ვაჭრობა. გასული წლის ივნისში წარდგენილმა და დეკემბერში მიღებულმა კანონმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა მსოფლიოში ანტისემიტიზმისა და ისლამოფობიის ზრდის ფონზე განსაკუთრებით ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რომელმაც ათას 200 ადამიანი იმსხვერპლა და 240 ტყვედ ჩავარდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში