"FIFA THE BEST 2023"-ზე ხვიჩა კვარაცხელია მე-10 ადგილზე გავიდა

16 იანვარი 2024, 11:13 644 ნახვა

ლონდონში გამართულ The Best FIFA Football Awards-ზე წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ხვიჩა კვარაცხელიამ მე-10 ადგილი დაიკავა.

მთავარი ჯილდო კი ლეონელ მესის ერგო.

  1. ლიონელ მესი - 48 ქულა;
  2. ერლინგ ჰაალანდი - 48 ქულა;
  3. კილიან მბაპე - 35 ქულა;
  4. კევინ დე ბრუინი - 32 ქულა;
  5. ვიკტორ ოსიმენი - 24 ქულა;
  6. როდრი ერნანდესი - 24 ქულა;
  7. ხულიან ალვარესი - 21 ქულა;
  8. ბერნარდო სილვა - 18 ქულა;
  9. ილქაი გიუნდოგანი - 13 ქულა;
  10. ხვიჩა კვარაცხელია - 7 ქულა.

მესიმ და ჰაალანდმა ერთნაირი ქულები (48-48) დააგროვეს, თუმცა წესების მიხედვით არგენტინელმა მეტი პირველი ადგილის გამო გაიმარჯვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში