შერმადინი მატჩის MVP გახდა და ჩემპიონთა ლიგის რეკორდს მიუახლოვდა 

24 იანვარი 2024, 09:34 289 ნახვა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ჯგუფური ეტაპზე K ჯგუფის პირველ შეხვედრაში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ იზმირში „პინარ კარშიაკას“ ესტუმრა და ოვერტაიმში 106:97 მოუგო. ქართველი ცენტრი ესპანური კლუბის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა +37 მარგი ქმედების კოეფიციენტით მატჩის ემვეპე გახდა.

შერმადინმა 34 წუთში 25 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზე ასევე 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო.

ამ თამაშში გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ათასქულიან ზღვარს გადააბიჯა.

ის მხოლოდ მეორე კალათბურთელია, ვინც ეს შეძლო. ახლა ქართველი ვოიცეხ ჰრუბანს მხოლოდ 45 ქულით ჩამორჩება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში