რუსეთმა ავდიივკის კოქსოქიმიურ ქარხანაზე სრული კონტროლი მოიპოვეს

19 თებერვალი 2024, 14:15 296 ნახვა

რუსულმა ჯარმა ავდიივკაში საბჭოთა ეპოქის დროინდელ უზარმაზარ კოქსოქიმიურ ქარხანაზე სრული კონტროლის შესახებ განაცხადეს. ეს ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ოკუპანტების  მიერ ბრძოლის ველზე მიღწეული ყველაზე დიდი წარმატებაა.

უკრაინამ განაცხადა, რომ ავდიივკიდან ჯარისკაცები გამოიყვანა, რათა თვეების განმავლობაში მიმდინარე  სასტიკი ბრძოლის შემდეგ  ჯარი სრულ ალყაში მოქცევისგან  გადაერჩინა.

პუტინი  მიესალმა ავდიივკას დაცემას, მას  მნიშვნელოვანი გამარჯვება  უწოდა და  რუსულ  ჯარს წარმატება მიულოცა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში