პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

23 თებერვალი 2024, 16:20 303 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე ინდოეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი”, რაც თანხის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღეს. ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები 22 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა, ბ“ და მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ორი ეპიზოდი).

ასევე ერთ -ერთ ბრალდებულს დამატებით წარედგინა ბრალდება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე.

ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში