ოსკარის ტრიუმფატორი ფილმი „ოპენჰაიმერი“ გახდა 

11 მარტი 2024, 10:05 305 ნახვა

ლოს-ანჯელესში ოსკარის 96-ე დაჯილდოების ცერემონიალზე უკრაინელი რეჟისორის მსტისლავ ჩერნოვის ფილმმა „20 დღე მარიუპოლში“ ოსკარი საუკეთესო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში მიიღო. 

"ვისურვებდი, არასდროს გადამეღო ეს ფილმი", - თქვა ჩერნოვმა ცერემონიის დროს. ეს ისტორიაში პირველი ოსკარია, რომელიც უკრაინული ფილმის ავტორებს გადაეცათ.

წლის საუკეთესო ფილმად კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერი დასახელდა,  მისი ავტორი კი საუკეთესო რეჟისორად აღიარეს. 

ნოლანის ფილმმა ამერიკული ატომური ბომბის გამომგონებლის შესახებ  ჯამში  შვიდი ოსკარი მიიღო. მთავარი როლის შემსრულებელმა   ირლანდიელმა მსახიობმა კილიან მერფიმ  მიიღო პირველი ოსკარი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.  საუკეთესო მსახიობ ქალად  ემა სტოუნი დასახელდა. 

ოსკარი საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში  „ინტერესთა ზონას“ მიენიჭა. 

ფილმმა "ბარბი" ერთადერთი ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის მიიღო. იგი ძმასთან ერთად დაწერა 22 წლის ბილი აილიშმა, რომლისთვისაც ეს უკვე მეორე ოსკარია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში