''ლელოს'' ბრიფინგი

15 მარტი 2024, 14:10 344 ნახვა

“კი არ დაბრუნდნენ, დააბრუნეს ანსაბლ “ფესვების'' წევრები - აცხადებს შუახევის საკრებულოს წევრი პარტია ლელოდან ზვიად დიასამიძე. როგორც დღეს მან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ანსამბლი ორი კვირის განმავლობაში ემზადებოდა პრეზიდენტთან გამოსვლისთვის.

რეპერტუარში ახალი ნომრებიც შეიტანეს.  გამოიყო  ტრანსპორტირების ხარჯი თუმცა ზესტაფონში ჩასული ანსაბლის წევრები ჯერ 4 საათით გზაზე შეაყოვნეს, საბოლოოდ კი უკან დააბრუნეს. პარტიაში ამბობენ, რომ ლელოს წევრს პირად საუბრებში და სმს შეტყობინებებშიც დაუდასტურეს, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ მიწვეულები და წავიდნენ კიდევაც, თუმცა შემდეგ ავადმყოფობა მოიმიზეზეს.

პარტია ლელოს კიდევ ერთი წევრი გენო თებიძე ამბობს, რომ ეს არის ირაკლი კობახიძის პოლიტიკის გაგრძელება და პრეზიდენტის მიმართ სადამსჯელო ქმედება.

ლელოს წევრები საუბრობენ ანსაბლის წევრების დამსახურებაზე და მათ ღვაწლზე.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში