ისრაელის არმიამ ღაზის ალ შიფას საავადმყოფოში ჩატარებული რეიდის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც დიდი რაოდენობით იარაღია აღმოჩენილი, მათ შორის კალაშნიკოვის ავტომატები და სარაკეტო ყუმბარმტყორცნები.
ისრაელის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ შიფას ჰოსპიტალში დააკავეს ჰამასის და ისლამური ჯიჰადის ათობით ცნობილი წევრი და რომ ეჭვმიტანილები დაკითხვის შემდგომ გამოძიებისთვის ისრაელის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
ისრაელის არმიის მონაცემებით, 50-ზე მეტი პალესტინელი შეიარაღებული პირი ლიკვიდირებულია და 180 ეჭვმიტანილი ბოევიკი დაკავებულია ღაზის სექტორში ალ-შიფას ჰოსპიტალში ჩატარებული რეიდის შედეგად.