მოსკოვის სასამართლომ უკრაინელ მაღალჩინოსანს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა

26 მარტი 2024, 13:50 217 ნახვა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვასილი მალიუკს ტერორიზმის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

მალიუკს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით ედება, რაც ტერორისტულ აქტს გულისხმობს.  

ვალერი მალიუკმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მონაწილეობს. მან უსაფრთხოების სამსახურის სამიზნეებს შორის ოკუპირებული ყირიმის ხიდი დაასახელა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში