თურქეთის 30 პროვინციაში პოლიციის რეიდი ერთდროულად ჩატარდა 

26 მარტი 2024, 14:03 606 ნახვა

თურქეთში პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად  ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 147 ადამიანი დააკავეს. 

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  პოლიციამ ეჭვმიტანილები 30 პროვინციაში ერთდროულად ჩატარებული რეიდის შედეგად დააკავა.

მინისტრის თქმით კი, დაკავებულები აქტიურად იყვნენ ჩართული  ისლამური სახელმწიფოს საქმიანობაში, მონაწილეობდნენ შეიარაღებულ კონფლიქტებში  და ფინანსურადაც ეხმარებოდნენ მას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე