სამოქალაქო პანაშვიდი სამებაში

28 მარტი 2024, 17:01 269 ნახვა

სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა და პრეზიდენტმა მიუსამძიმრეს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის  თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 10 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა.

5 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვა იდენტიფიცირებული პირები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაიკრძალნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში