ჩვენ მხარს დავუჭერთ ისრაელს, დავეხმარებით თავის დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს - ჯო ბაიდენი

13 აპრილი 2024, 09:42 239 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მოლოდინი აქვს "ირანი უფრო ადრე, ვიდრე გვიან თავს დაესხმება ისრაელს". 

კითხვაზე, რამდენად გარდაუვალი იქნება ირანის თავდასხმა ისრაელზე, ბაიდენმა უპასუხა, რომ არ სურს საიდუმლო ინფორმაციის დეტალებზე საუბარი, თუმცა, იქვე აღნიშნა: „ჩემი მოლოდინია, რომ ეს მოხდება უფრო ადრე, ვიდრე გვიან“.

„ჩვენ ერთგული ვართ ისრაელის დაცვაში. ჩვენ მხარს დავუჭერთ ისრაელს, დავეხმარებით თავის დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამერიკულმა მედიამ, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თეირანმა არაბული ქვეყნების მეშვეობით შეტყობინება გაუგზავნა ვაშინგტონს, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში თუ ჩაერევა, რეგიონში ამერიკულ ძალებს თავს დაესხმებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში