ერთი დაიღუპა და 10 დაშავდა ანტალიაში საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის შედეგად

13 აპრილი 2024, 10:34 278 ნახვა

ერთი ადამიანი დაიღუპა და  10 დაშავდა  თურქეთის სამხრეთ ანტალიის პროვინციაში საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის შედეგად.  

ადგილობრივი ხელისუფლებისა და მაუწყებლის  ინფორმაციით,  ჯერჯერობით უცნობი მიზეზის გამო საბაგიროს ერთ-ერთი საყრდენი ბოძი  გადატყდა და  მოძრავ კაბინას დაეცა, რომელშიც  8 ადამიანი იმყოფებოდა.   დაშავებულთა შორის ორი ბავშვია. 

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში რამდენიმე დაშავებულის ვერტმფრენიდან გადაყვანის კადრები გაავრცელა.

ინციდენტის დროს  საბაგიროს  24 კაბინა ჰაერში გაჩერდა. შვიდი კაბინიდან 40 ადამიანის ევაკუაცია მაშინვე მოხდა, დანარჩენ კაბინებში ჩარჩენილი  134 ადამიანის ევაკუაციას რამდენიმე საათი დასჭირდა.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში