სახალხო დამცველი მთავრობის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სარჩელი

19 აპრილი 2024, 13:02 288 ნახვა

„საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ - საკონსტიტუციო სასამართლო ამ წუთებში „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებას განიხილავს.

დავის საგანია მოქმედი საკანონმდებლო რეგულიცია, რომლის პირობებშიც, ვეტერანის კერძო სექტორში დასაქმება არ იწვევს მისთვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის შეწყვეტას, ეს კი იმ ფონზე, როცა საჯარო სექტორში დასაქმება წარმოადგენს აღნიშნული სუბსიდიის შეწყვეტის საფუძველს.

შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ვეტერანთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის შეწყვეტა საჯარო სამსახურში დასაქმების საფუძვლით დისკრიმინაციულია და იწვევს გაუმართლებელ უთანასწორო მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში