რუსეთში ქრთამის აღების ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავეს

24 აპრილი 2024, 12:01 240 ნახვა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია წერს, კომიტეტის ანგარიშში საქმის დეტალები განხილული არ არის. სავარაუდოდ, ქრთამის სახით აღებული თანხა მილიონ რუბლს შეადგენს, რის გამოც ივანოვს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ივანოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში