შეჯიბრება დებატებში 

24 აპრილი 2024, 17:02 369 ნახვა

‘'დებატები ბათუმში'' - პროექტის ფინალური შეხვედრა  გაიმართა ბათუმის საკრებულოში. მოსწავლეებმა და სტუდენტებმა  ახალგაზრდების მუნიციპალურ საქმიანობაში ჩართულობის საკითხებზე იდებატეს, დებატების ჩემპიონატში 50-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომელთაგან ნახევარფინალში 8 გუნდი, ხოლო ფინალში 4 გუნდი გადავიდა. 

აჭარაში გამარჯვებული გუნდი შემდგომ უკვე ქვეყნის მასშტაბით გამართულ დებატების ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

პროექტს ბათუმის მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო ახორციელებს.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში